
ბოლო დღეების განმავლობაში სულ უფრო და უფრო ხშირად შეხვდებით ცნობებს უკრაინაში, სეპარატისტთა ბლოკ-პოსტებზე ერთი და იგივე მეთოდით დაღუპული ღამის გუშაგების შესახებ - მათ უცნობები თვალში დარტყმით კლავენ.
თვალამოვარდნილი ცხედრების რაოდენობა უკვე რამდენიმე ათეულს აღწევს. ამ თემას, ძირითადად, სამხედრო საქმის მცოდნე სპეციალისტები, ფორუმებზე განიხილავენ და ასკვნიან, რომ ამგვარ მეთოდს სიკვდილის მყისიერად დადგომისთვის იყენებენ, რადგან უხმაურო და მოულოდნელია, მაგრამ ამავე დროს, ადამიანის სხეულის აგებულების ზედმიწევნით კარგად ცოდნასა და, რაც მთავარია, უზუსტეს დარტყმას მოითხოვს.
შესაბამისად, ისინი, ვინც უკვე ნახა ცხედრები ან მათი ფოტოები, ასკვნიან, რომ საქმე გვაქვს სპეცრაზმელებთან, რომლებიც „საშოვარზე“ ღამით გადიან. ყოფილა შემთხვევა, რომ ერთ ბლოკ-პოსტზე ასეთი მეთოდით მოკლული ორი სეპარატისტი უპოვიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიკვიდაციის ოპერაციაში ან ერთი ვირტუაოზი-სპეცრაზმელი, ან ორი სინქრონულად მოქმედი პირი მონაწილეობს.
ბლოკ-პოსტებზე ამ მეთოდით გუშაგები, ძირითადად, გორლოვკასა და იასინოვატაიაში (დონეცკის ოლქი) მოკლეს. ფორუმებზე ირონიულად იმასაც წერენ, რომ სეპარატისტებმა თავიანთი ბინძური მოქმედებებით, ავი ძალები გააღვიძეს, როპმლებიც მათ ნთქავენ.