
სირიაში შეტაკებების შედეგად 22 წლის ქართველი გურამ გუმაშვილი გარდაიცვალა. ის პანკისის ხეობაში სოფელ დუისში ცხოვრობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გუმაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ სხვა მებრძოლებთან ერთად ქალაქ კობანის დასაკავებლად წარმოებულ ბრძოლებში მონაწილეობდა.
გურამ გუმაშვილი სირიაში პანკისელ მებრძოლებს შორის უკვე მე–7 დაღუპულია. დაახლოებით 3 კვირის წინ სირიაში 18 წლის ბესო კუშტანაშვილი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, პანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად დაახლოებით 50–მდე ახალგაზრდაა წასული - მათ შორის 16–18 წლის ბავშვებიც. გურამ გუმაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ახმეტის მუნიციპალიტეტში ადასტურებენ.