დავით მარტიაშვილი: „დობერმანის“ გამო ქართველებიც აწამეს, ის ბატალიონში შემოგზავნილი იყო...

Image

უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მოქმედ მოხალისეთა ბატალიონთაგან ერთერთ ყველაზე ცნობილ ბატალიონ „დონბასში“ ქართველებიც იბრძვიან. მათგან ყველაზე პირველად საზოგადოებამ მებრძოლი მეტსახელად „დობერმანი“ გაიცნო, რომელიც ერთერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც ნიღაბი ჩამოიხსნა.

 

„დობერმანის“ ინტერნეტაქტიურობამ საბოლოო ჯამში ის მოიტანა, რომ ის ამის გამო (და როგორც ირკვევა, არამარტო ამის გამო) ბატალიონიდან დაითხოვეს. „დობერმანს“ თანამებრძოლი ქართველებიც ამხელენ. ერტერთი მათგანია პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი, რომელსაც „აფხაზეთის ხმა“ ექსკლუზიურად დაუკავშირდა. მან ჩვენს მიერ წინასწარ გაგზავნილ შეკითხვებს უპასუხა:

 

-ბატონო დავით, შეგიძლიათ, ზოგადად გვითხრათ, რა სიტუაციაა ამჟამად ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში? რა მდგომარეობაში არიან სამთავრობო ძალები და მოხალისეთა ბატალიონები?

 

-ამჟამად „ატოს“ ზონაში ბრძოლები შეჩერებულია. ზოგადად ზოგიერთ ადგილებში დონეცკის აეროპორტთან და მარიუპულის ქალაგარე რაიონებში მიმდინარეობს დაბომბვები სეპარატისტების მხრიდან, რაც შეეხება მოხალისეთა ბატალიონებს, მიმდინარეობს შევსება და გადაიარაღება.

 

-სანამ "დობერმანთან" აკავშირებულ ამბებზე გადავალთ, იქნებ გვითხრათ, თქვენ როგორ მოხვდით "დონბასში"? როგორც მახსოვს, თქვენ 2013 წელს მეორედ წახვედით საქართველოდან და მაშინ წერდით, რომ თავშესაფარი რუსეთის ფედერაციას სთხოვეთ. ვერ მიიღეთ თავშესაფარი მაშინ?

 

-დიახ, 2010 წლიდან უკრაინაში ვცხოვრობდი და აქ მქონდა პოლიტიკური თავშესაფარი, 2012 ში დავბრუნდი და 2013 ში ისევ წავედი, ამაზე შეგიძლიათ ჯნს-ის მიერ გაკეთებული სიუჟეტიც ნახოთ, „პოლკოვნიკ მარტიაშვილის გაკულაკება“.

 

2013 წლიდან ვიმყოფებოდი ქალაქ ანკარაში, კი მივმართე რუსეთს თავშესაფარზე და შემდგომში გადავიფიქრე. დავრჩი თურქეთში და ვმუშაობდი კომპანია ტეკ-ელმაქინაში, ხოლო 2014 წელს, იმის გამო, რომ უკრაინა ჩემთვის საქართველოს შემდეგ მეორე ქვეყანაა, რომელიც ძალიან მიყვარს, გადავფრინდი კიევში და ჩავეწერე მოხალისეთა ბატალიონ „დონბასში“.

 

-„ატოს“ (ანტიტერორისტული ოპერაცია) ზონაში ბრძოლებში ბევრი ქართველი მონაწილეობს. მათზე სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდება. პირადად თქვენ რომელ ქართველ (ვგულისხმობ საქართველოს მოქალაქეებს) მებრძოლებთან გქონდათ შეხება და რას იტყვით სხვადასხვა ბატალიონებში მებრძოლ ქართველებზე?

 

-დიახ, სხვადასხვა ქვედანაყოფებში ქართველები იბრძვიან ისევე, როგორც „დონბასში“ და აქამდე არავის არ გვქონია იმისი სურვილიც და განცდაც რომ ამით უნდა გვეხმაურა და საჯარო განცხადებები გაგვეკეთებინა, ახლა დობერმანის წყალობით ბატალიონ „დონბასის“ ქართველები უკვე ცნობილი არიან საჯაროდ, მაგრამ მე მაინც უფლება არ მაქვს ამ ხალხზე ვილაპარაკო, ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ ჩვენი ნაკეთები საქმეებით აქ სურვილი გვაქვს რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმაც კი იამაყონ და ადგილობრივ მომავალ თაობებსაც ახსოვდეთ ეს. ქართველებს ყველას ჩვენ-ჩვენი და ყველას ერთი საერთო მოტივაცია გვაქვს აქ ბრძოლის...

 

-რაც შეეხება "დობერმანს", თქვენი ბრალდებები, რომლებიც, თქვენი თქმით, სხვა მებრძოლების  მოსაზრებებითა და არგუმენტებითაცაა გამყარებული, საკმაოდ მძიმეა. ამბობთ, რომ რასაც ის აკეთებდა, ფეიკი იყო, რომ მან დაცხრილა ბლოკპოსტი, რომ მისი განცხადების გამო, რაც ჩეჩნებზე გააკეთა, საფრთხეში აღმოჩნდნენ ტყვედ ჩავარდნილი დონბასელები... რა შეგიძლიათ გვითხრათ მასზე? სად გაიცანით, როდის და რა ვითარებაში გაუშვეს ბატალიონიდან?

 

-რაც შეეხება ლეგენდარულ მებრძოლ დობერმანს, იგივე საქართველოს დაცვის პოლიციის სერჟანტ სერჟ ხაჩატუროვს, ის გავიცანი ბატალიონ „დონბასის“ მოსამზადებელ ცენტრში,თავიდანვე ეს ადამიანი პიარით იყო დაკავებული, მაშინ ამას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდით ,იმიტომ რომ უკრაინაში საინფორმაციო ომი მიმდინარეობდა და ესე ვთქვათ ამის საფარქვეშ გაძვრა, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ ის ამით ფულს შოულობდა. ხოლო ყველაზე უარესი გამოჩნდა შემდგომში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის ბატალიონში შემოგზავნილი იყო...

 

გარდა იმისა, რომ ის ცრუ „როლიკებს“ აკეთებდა, რისი მძიმე შედეგებიც შემდგომ ტყვეობაში ჩავარდნილმა ჩვენმა ბიჭებმა იწვნიეს თავიანთ თავზე, ერთს გეტყვით– პარადოქსია, მაგრამ სატო ებრალიძე მისი გულისათვის სომხებმა აწამეს ტყვეობაში, მიმძიმს ამაზე ლაპარაკიც კი, და როდესაც ადამიანს ვუთხარი, რომ რაიმე განცხადება გაეკეთებინა ისეთი, რის გამოც შეიძლებოდა რომ აგრესია შერბილებულიყო, ამის მერე გამოდის და ჩანაწერს ავრცელებს, სადაც იძახის რომ მაჩეტეტი ამოხოცა სეპარატისტების ბლოკ პოსტი და ტყვეობაში ყავს ჩეჩენი...

 

ხოლო ბოლო წერტილი, რის გამოც ის გააგდეს, ის იყო რომ მან მე-3 სართულიდან ქალაქ კურახოვოში ღამე განგაშის დროს ჩვენივე პოსტი დაცხრილა. ამის მომსწრე მე ვარ სხვებთან ერთად და ეს პირველი არ იყო, როდესაც მან ჩვენებს ცეცხლი გაუხსნა, ანალოგიური სხვა დროსაც იყო, როდესაც მან ქალაქ გორსკში, რომელიც მდებარეობს ქალაქ პაპასნაიასა და ლისიჩინსკს შორის, ერთ-ერთი ოპერაციის დროს მან სადაზვერვო ჯგუფს ცეცხლი გაუხსნა.

 

ეს დააფიქსირა იქ მყოფი კაფის კამერამ და ეს ჩანაწერი არსებობს, მაგრამ ვისაც ჰქონდა, ტყვეობაშია ის ბიჭი იგორი, მაგრამ ვეძებთ და შეიძლება ასლიც არსებობს და ჩავტვირთავთ აუცილებლად...

 

ახლა რა გამოდის: ეს ადამიანი არაერთხელ, შემთხვევით ჩვენებს გვცხრილავდა და ილოვაისკის ტრაგედიის შემდეგ დაიწყო ბატალიონისა და მისი მეთაურის წინააღმდეგ ბინძური კომპანია. ის დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შემოგზავნილი იყო. ვის მიერ - არ ვიცი, მაგრამ ახლა მომდის ბევრი წერილები, სადაც უცხოეთიდან მომწერეს რომ დაშნაკია, ქართველებს მოგვჭრა თავი და იმიტომაც დავიწყეთ მისი გამოაშკარავება...

 

რაც შეეხება იმ ჩანაწერსაც, რომელიც მან გამოაქვეყნა ამით მან ერთხელ კიდევ დაადასტურა რომ ნაძირალა შემოგდებული იყო. ამის თაობაზე „არმადა. ჯი“-ს ვრცელი კომენტარი მივეცი და საზოგადოება იქედან გაიგებს ყველაფერს.

 

-რას აპირებთ მას შემდეგ, რაც „ატოს“ ზონაში საბოლოოდ შეწყდება ცეცხლი? ფიქრობთ საქართველოში დაბრუნებაზე? თუ არა - რატომ?

 

-ომის შემდგომ დაბრუნებას არ ვფიქრობ. უკრაინა ეს ის ქვეყანაა, სადაც მე ვიცხოვრებ სიცოცხლის ბოლომდე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

დეპუტატის განმარტებები "ფეისბუქლაივზე": “ინგლისურად ეწერა რაღაც, შევრცხვი"

2019-08-30 13:29
ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატი მის მიერ გადაღებულ ფეისბუქ-ლაივთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

თბილისში ძარცვის მცდელობის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს

2019-08-30 13:19
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული...

"მისი ქმედება არ არის დანაშაული, ასევე შეიძლება ბავშვი ქუჩაში ძაღლმაც დააზიანოს" - პეკინზე დაკავებულის ადვოკატი (ვიდეო)

2019-08-30 10:09
პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული თამარ საძაგლიშვილის ადვოკატი აცხადებ, რომ მისი...
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.2721
0.0004
100
RUB
 - 
4.6123
0.0045
1
USD
 - 
2.9663
0.0038

გუშინ:

ჰიტები:566 უნიკალური:461

მიმდინარე:

ჰიტები:541 უნიკალური:449