
ტერორისტების ტყვეობაში ამ დრომდე რჩება 853 უკრაინელი, მათ შორის არიან როგორც სამხედრო პირები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები, კონფლიქტის ზონაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 408 მოქალაქე.
ინფორმაციას ტყვეთა გათავისუფლების ცენტრი ავრცელებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სიაში, შესაძლოა, უზუსტობებიც იყოს. შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, ტყვეებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.