გრიგოლ ვაშაძე: "ტერორისტების ლეგიტიმაცია მოხდა. რუსეთი კიდევ ერთხელ "კონფლიქტის მონაწილე არაა"

Image

დიპლომატი, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მინსკში ხელმოწერილ შეთანხმებაზე საუბრობს და "სამშვიდობო დებულებებს" განიხილავს, როგორც ტერორისტების ლეგიტიმაციას.

გრიგოლ ვაშაძე წერს, რომ მინსკის შეთანხმება სოჭში 1993 წელს, რუსეთის შუამავლობით აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის დადებულ შეთანხმებას ჰგავს:

 

"მინსკში დღეს "პრეზიდენტ-ოტელში" ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოეწერა ოქმს, რომელიც დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში დაუყონებლივ ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. მოლაპარაკებების მაგიდას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლ. კუჩმა, რუსეთის ელჩი უკრაინაში მ. ზურაბოვი, ეუთოს წარმომადგენელი ჰ. ტალიავინი თავისი ანტურაჟით, "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" "მთავრობის თავჯდომარე" ვინმე ა. ზახარჩენკო თავისი "მოადგილეთი" და "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" "მთავრობის თავჯდომარე" ვინმე ი. პლოტნიცკი უსხდნენ.

 

12-პუნქტიანი ოქმის ხელმოწერა Urbi et Orbi-ის ჰ. ტალიავინიმ ამცნო. პლოტნიცკიმ ეს ფაქტი დაადასტურა, და დაუმატა, რომ "...ოქმი ლუგანსკის რესპუბლიკისთვის არ ნიშნავს უკრაინის საზღვრებს გარეთ სუვერენიტეტზე უარის თქმას".

 

ოქმის მთავარი დებულებები პუტინის "სამშვიდობო" გეგმას რომ შევაჯეროთ, ისინი დაახლოებით ასე გამოიყურებიან:

 

- შეწყდეს ლუგანსკის და დონეცკის მეამბოხეების შეტევა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეს მიმართულებით;

 

- უკრაინის სამხედრო შენაერთებმა უნდა დაიხიონ ისეთ მანძილზე, რომელიც გამორიცხავს ამბოხებულების კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიების წინააღმდეგ არტილერიის ან ზალპური ცეცხლის სისტემების გამოყენებას;

 

- საერთაშორისო კონტროლის დაწესებას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვაზე მხარეების მიერ;

 

- ავიაციის არგამოყენება ე. წ. უსაფრთხოების ზონაში;

 

- ტყვეების გაცვლა "ყველა ყველაზე";

 

- ჰუმანიტარული კორიდორების გახსნა და რუსეთიდან დონეცკის და ლუგანსკის ოლქების დასახლებულ პუნქტებში "ჰუმანიტარული" ტვირთების დაუბრკოლებელი შესვლა;

 

- ლტოლვილების დაბრუნება;

 

- სოციალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში და "მათი მომზადება ზამთრისთვის";

 

- ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, რუსული ენის სტატუსი, საკადრო პოლიტიკის ოლქებთან შეთანხმება და ა. შ.

 

ეს ყველაფერი ავადსახსენებელ 1992 წლის მოსკოვის ხელშეკრულებას "О принципах урегулирования грузино-осетинского конфликта" და "Соглашение о прекращении огня в Абхазии и механизме контроля за его соблюдением, Сочи, 27 июля 1993 года"-ს მახსენებს.

 

განგრენას ბინტი გადაახვიეს, სუნამო დაასხეს და და ქირურგია გვერდზე გადადეს.

 

ტერორისტების ლეგიტიმაცია მოხდა. რუსეთი კიდევ ერთხელ "კონფლიქტის მონაწილე არაა".
საქართველოს "ხელისუფლება" კიდევ ერთხელ განაცხადებს, რომ ჩვენმა ზომიერმა პოლიტიკამ გაამართლა და არ ჩავერიეთ იმაში, რაც არ გვეხებოდაო.

 

ომი კი წინაა".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !