მარიუპოლი - ქალაქის ცენტრი ონლაინ-ვებკამერით (+განახლებადი News)

Image

მარიუპოლში სიტუაცია ისევ დაძაბულია. ქალაქში რჩებიან უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ადგილობრივთა თავდაცვითი რაზმებისგან შემდგარი ჯგუფები. ონლაინ ვებ-კამერა მარიუპოლის ცენტრისკენ, თავისუფლების (ყოფილი ლენინის) მოედნისკენაა მიმართული. ფანჯრის გახსნის შემდეგ ჩამონათვალში შედის ქალაქის სხვა ადგილების ვებკამერები.

ბმულზე გადასასვლელად საჭიროა მოძებნოთ წარწერა - + Мариуполь Трансляция Вэб-камера (ОТКРЫТЬ ОКНО). "აფხაზეთის ხმა" ამავე სტატიის ველში განათავსებს ყველა ახალ ინფორმაციას არსებული სიტუაციის შესახებ, ხოლო სტატიის ბოლოს არსებულ ვიდეოფანჯარაში ვიდეომასალები განახლდება აქტუალურობის მიხედვით. 

 

ონლაინ ვებ-კამერა, მარიუპოლი

 

5 სექტემბერი, 11:30

 


რუსი სამხედროებისა და სეპარატისტების მხრიდან ღამის განმავლობაში ე.წ. დაზვერვითი ბრძოლები მიმდინარეობდა, რომელშიც ცოცხალი ძალა არ ჩაბმულა. საარტილერიო დანადგარებიდან იბომბებოდა ქალაქის აღმოსავლეთ მისადგომები, თუმცა, შტურმი არ ყოფილა. როგორც მარიუპოლში ადგილობრივები და უკრაინის არმიის მეომრები ამბობენ, შტურმი დღესაა მოსალოდნელი. არ გამოირიცხება შეტევა ზღვის მხრიდანაც. 

 

გუშინ, საღამოს საათებში მარიუპოლში იმყოფებოდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები. მათ განაცხადეს, რომ მარიუპოლის მისადგომებთან მდებარე სოფელ შიროკიში იწვის რამდენიმე ერთეული ტექნიკა. მათი მოხსენების მიხედვით, ამჟამად შიროკის ვერცერთი მხარე ვერ აკონტროლებს. დამკვირვებლები ქალაქის აღმოსავლეთ მისადგომებისთვის საარტილერიო ცეცხლის გახსნის ფაქტს ადასტურებენ.

 

22:05

 

რუსეთისა და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის არმიები მარიუპოლს აღმოსავლეთიდან უტევენ. გააფთრებული შეტაკებები გაიმართა სოფელ შიროკინოსთან, რომელიც ნოვოაზოვსკსა და მარიუპოლს შორის მდებარეობს. 

 

ამის შემდეგ რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის მიმართულებით საარტილერიო დანადგარები წასწიეს და აღმოსავლეთ მისადგომებს უკვე "გრადის" ჭურვებს ესვრიან.

mariupol-1.jpg

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !