უკრაინაში შეჭრის დღიდან ამ დრომდე რუსეთმა 2 ათასზე მეტი საკადრო სამხედრო მოსამსახურე, ძირითადად, მედესანტეები დაკარგა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელებში ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანაშემწე ალექსანდრე დანილიუკი ავრცელებს.
"უკრაინაში შეჭრის გამო უკვე სიცოცხლით აგო პასუხი 2 ათასზე მეტმა რუსმა საკადრო სამხედრო მოსამსახურემ, ძირითადად, მედესანტეებმა", - დაწერა მან.