
"გამორიცხული არაა, მარიუპოლზე იერიში ზღვიდან დაიწყოს", - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი დიმიტრი ტიმჩუკი "ფეისბუქზე" წერს.
მისი განცხადებით, ასეთ შემთხვევაში ქალაქის დაცვის კუთხით ორი შეკითხვა ჩნდება: რამდენად არიან მომზადებული ადგილობრივი შენაერთები ქალაქის დასაცავად და რამდენად შესწევთ უნარი სასაზღვრო ძალებს, დაიცვან მარიუპოლი ზღვიდან შეტევის შემთხვევაში, იმ პირობებში, რომ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებს შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში ვერ გადაისვრიან.