-
2014-08-31 23:34
მას შემდეგ, რაც ილოვაისკში ჩარჩენილ უკრაინელ მებრძოლებს რუსმა სამხედროებმა და დაქირავებულმა ბოევიკებმა უსაფრთხო დერეფნით გატარების პირობა მისცეს, მერე კი მოულოდნელად, ცეცხლი გაუხსნეს, უკრაინელებთან ერთად, ტყვედ ჩავარდნილი რუსი მედესანტეებიც დაიღუპნენ.
ამის შესახებ "ფეისბუქზე" დნეპროპეტროვშინის გუბერნატორის თანაშემწემ ბორის ფილატოვმა დაწერა:
"მათ ოფიცრის სიტყვა მოგვცეს, მერე კი ცეცხლი გაუხსნეს მებრძოლებს, მაგრამ საქმე ოფიცრის სიტყვის გატეხვაში არ არის: ჩვენს რიგებში იყვნენ რუსი მედესანტეებიც, რომლებიც მათივე თანამებრძოლების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპნენ და დაიჭრნენ", - წერს ფილატოვი.