ხანგრძლივი შეტაკებების შემდეგ, რომელშიც უკრაინის სამხედრო ავიაციაც იყო ჩართული, უკრაინელმა ძალოვნებმა ტერორისტების მიერ მიტაცებულ დონეცკის აეროდრომზე კონტროლი აღადგინეს.
ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში ძალოვნებმა პირდაპირი სარაკეტო დარტყმით გაანადგურეს "კადიროველებით" სავსე "კამაზი". ლიკვიდირებული ტერორისტების უმრავლესობა ჩეჩენია. ამ დროისთვის საავადმყოფოებში დაჭრილები მიჰყავთ. მათი რიცხვი იზრდება. მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის კლინიკაში 15 დაჭრილი მიიყვანეს.