-
2014-05-27 01:46
უკრაინაში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა ავიაციისა და არტილერიის გამოყენების ბრძანება მიიღეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მხრიდან „ბოევიკების“ შემოჭრის მცდელობას შენიშნავენ.
ასეთი ნებართვა მათ მანამდე არ ჰქონდათ. არმიამ მიიღო ასევვე ბრძანება, არ აიყვანოს სამხედრო ტყვეები და ტერორისტები ადგილზე გაანადგუროს. ვიაჩესლავ სელეზნიოვმა განაცხადა, რომ ანტიტერორისტული ოპერაცია ტერორისტების საბოლოო განადგურებამდე გაგრძელდება.
რუსეთის საზღვრებთან დაიწყო ავიაციისა და საარტილერიო ტექნიკის გადასროლა, გაიგზავნა დამატებითი ძალები. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი პუშილინი ქალაქიდან გაიქცა.