-
2014-05-23 21:53
უკრაინაში განვითარებული კრიზისის გამო, ამერიკელები გამოდიან ინიციატივით შემოიღონ სანქციები პირადად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ.
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში, სამხედროებისა და სეპარატისტებს შორის სისხლისმღვრელი შეტაკებების გაგრძელების ფონზე, ამერიკელები გამოვიდნენ ინიციატივით შემოიღონ სანქციები პირადად ვლადიმერ პუტინის და მისი მინისტრთა კაბინეტის წინააღმდეგ.
შესაბამისი პეტიცია თეთრი სახლის ვებ.გვერდზე უკვე გამოქვეყნდა და ახლა საჭიროა მოგროვდეს 100 ათასი ხელმოწერა, რათა ამერიკის მთავრობამ შეძლოს ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება და განხილვა.
რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ფედერაცია შეიყვანეს იმ ქვეყნების რიცხვში, რომელიც ტერორისტებს აფინანსებენ. პირადად პუტინის წინააღმდეგ სანქციების შემოღების პეტიციის ავტორები აღნიშნავენ, რომ უკრაინის ორ საწინააღმდეგო ბანაკად -კიევად და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებად გაყოფაში დამნაშავე სწორედ რუსეთის ხელისუფლებაა.