„დონბასის“ ბატალიონის მებრძოლები, ინფორმაციის გაჟონვის გამო, ტყვეობაში აღმოჩდნენ. ინფორმაცია „დონბასის“ ბატალიონის გადაადგილების შესახებ ტერორისტებისათვის გახდა ცნობილი.
„დონბასის“ მებრძოლების ნაწილი ტყვეობაში აღმოჩნდა, რამდენიმე მოკლულია, 20 კი დაჭრილი. საავადმყოფოსთან, სადაც დაჭრილები ჰყავთ მიყვანილი მორიგეობს დაცვა.
ამ დროისათვის არ დასტურდება ინფორმაცია მემარჯვენე სექტორის მიერ „დონბასის“ ბატალიონისთვის დახმარების გაწევის შესახებ, რადგან კავშირი ბატალიონთან ამ მომენტში გაწყვეტილია.
„დონბასის“ ბატალიონს დავალებული ჰქონდა დაცვის ქვეშ აეღო ადმინისტრაციული შენობები, აგრეთვე დონეცკის რეგიონში ცენტრალური საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანი.