-
2014-05-22 23:45
რუსეთი საქართველოს აფრთხილებს, კარგად გაანალიზოს, რა ფასად შეიძლება დაუჯდეს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა და ნატოსკენ სწრაფვა.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ცხადია, რუსეთი აცნობიერებს, რომ ყველა ერი თავად ირჩევს მომავალი განვითარების გზას, მაგრამ დაამატა, რომ საქართველოს დაფიქრება მართებს, რათა „მეზობელ სახელმწიფოთა ინტერესებს არ ავნოს“. ამ კონტექსტში რუსმა დიპლომატმა ირაკლი ალასანიას განცხადებაც გაიხსენა, როცა მან ნატოს საქართველოში ანტისარაკეტო სისტემების განთავსება შესთავაზა.
ამჯერად ალასანიას არ გაუკეთებია რუსული მხარის განცხადებაზე კომენტარი, ხოლო პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა ბრიუსელში აღნიშნა, რომ გრიგორი კარასინის თქმით, რუსეთისთვის არ იწვევს გართულებას საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა.
"კურიერი"