
ესტონეთის რუსულენოვანმა მოქალაქემ ვიდეოპორტალ "იუთუბზე" ვლადიმირ პუტინისადმი პროტესტის ნიშნად პერსონალური ვიდეორგოლი განათავსა.
"მე ევგენი კრიშტაფოვიჩი, ეროვნებით რუსი, ესტონეთის მოქალაქე, ესე იგი, ესტონელი ხალხის ნაწილი - თუმცა მცირე, მაგრამ მაინც ნაწილი, გეუბნები შენ: წადი ტრ**ში, ვლადიმირ პუტინ!", - ამბობს მოქალაქე ესტონეთის სახელმწიფო დროშით, შემდეგ კი განავრცობს:
"წადი ტრ**ში, თუკი შენ ფიქრობ, რომ მეოცე საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფა სსრ კავშირის დაშლა იყო. სინამდვილეში, გეოპოლიტიკური კატასტროფა სსრ კავშირის შექმნა იყო, თქვენი საიდუმლო მოლაპარაკება ჰიტლერთან და რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი, რომელმაც გავლენის სფეროებად დაჰყო ევროპა. ამას მოჰყვა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ომი...
წადი ტრ**ში, ვლადიმირ პუტინ, რაკი მიგაჩნია, რომ 40 ათასი დეპორტირებული ადამიანის ბედი იმადაც არ ღირს, რომ შენ, როგორც სსრ კავშირის სამართალმემკვიდრემ, ბოდიში მოიხადო ამის გამო...
წადი ტრ**ში, ვლადიმირ პუტინ, იმის გამო, რასაც ყირიმში აკეთებ... შენ მიგაჩნია, რომ ის რუსეთია, რადგან ოდესღაც იყო ასე. მაგრამ რა მოხდება, თუკი კალინინგრადის მცხოვრებნი გადაწყვეტენ, ჩაატარონ რეფერენდუმი და შეუერთდნენ გერმანიას, პოლონეთს ან ლიტვას? კალინინგრადი არასდროს ყოფილა რუსული ქალაქი, ის კენიგსბერგი იყო. ის სტალინის ჯალათი კალინინი, ვის სახელსაც ახლა ატარებს ქალაქი, კენიგსბერგში ერთხელაც კი არ ყოფილა!
პუტინ, შენ მხოლოდ საწყალი დიქტატორი ხარ: შენ ბოღმით ივსები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც შენზე მაღლები არიან, როგორც სააკაშვილი და კლიჩკო. შენ მზად ხარ, რუსეთის არმია გაგზავნო საქართველოში, უკრაინაში, მხოლოდ იმიტომ, რომ დაამტკიცო, მაგარი ვარო, მაგრამ სინამდვილეში ერთი პატარა დიქტატორი ხარ...
წადი ტრ**ში, ვლადიმირ პუტინ, რადგან მე შენს თანამემამულედ მიმიჩნევ. მე არ ვარ შენი თანამემამულე! ტამბოვის მგელია შენი თანამემამულე (რუსული ფრთიანი ფრაზა: Тамбовский волк тебе соотечественник!, - რედ.)! მე ვარ ესტონეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ამასთან - რუსიც.
შენ კი კომუნისტი ხარ და კომუნისტად დარჩები! ტრ**ში წავიდეს რუსეთის მთავრობაც, რომელიც არ სცნობს ესტონეთის ოკუპაციას", - ამბობს ესტონეთის რუსულენოვანი მოქალაქე, ბოლოს კი დასძენს:
"წადი ტრ**ში, ვლადიმირ პუტინ! და თან წაიყოლე სავისაარიც (ედგარ სავისაარი, ესტონელი პოლიტიკოსი, ცენტრისტული პარტიის ლიდერი, - რედ.)!!!