-
2020-04-14 21:45
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით სამი პაციენტი მკურნალობს. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, მათ მდგომარეობაში უმნიშვნელო დადებითი დინამიკა შეინიშნება.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კოვიდინფექციაზე ტესტირება ხუთმა ადამიანმა გაიარა. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
ოპერატიული შტაბი ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და ნუ დატოვებენ საცხოვრებელ სახლებს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა.
კორონავირუსით დაინფიცირებული ყველა ადამიანი გაგრის მცხოვრებია.
პირველი შემთხვევა გაგრაში 7 აპრილს დაფიქსირდა.