
საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა
შეეფარდა.
სასამართლოს ბრალდებულმა ცოტა ხნის წინ მიმართა:"
„არავის მოკვლა არ მინდოდა, არც ის მინდოდა, რომ ქართველების ხელით მოვმკვდარიყავი. რაც შეეხება კონფლიქტს,
იქვე, როდესაც იარაღი მეჭირა, მაშინ მოვუხადე ბოდიში მესაზღვრეს, რადგან შევატყე, რომ შეშინდა. მე ვარ ქართველი
და ისინი არიან ჩემი ძმები. არც ავტომატი წამირთმევია, როგორც საუბრობდით. უბრალოდ მეკიდა ხელი იარაღზე,
არ გამომიყენებია. რამდენიმე წუთი, რაც იქ მე და მესაზღვრე ვიყავით, ერთად ვიცავდით საქართველოს.
ვფიქრობ, რომ ეს მარტო მე არ გამიკეთებია, ჩვენ გავაკეთეთ ერთმანეთის გვერდში დგომით. ჰაერში არაფერი მისვრია,
არც ჩიჩხიტურზე არ გამისვრია. მინდოდა ჩიჩხიტურზე ასვლა, მაგრამ არ ამიშვეს. ბოლოს ბორკილები დამადეს
და წამომიყვანეს. როდესაც ჩამოვყავდით, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს დავუძახე, რომ გარეჯი საქართველოა“, -
განაცხადა ბრალდებულმა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.