უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტი მიესალმება ირანის მხრიდან თვითმფრინავის ჩამოგდებაზე ბრალის
აღიარებას, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არაა.
„საერთაშორისო კომისიის მუშაობის დასრულებამდე ირანმა თვითმფრინავის ჩამოგდება აღიარა, თუმცა ჩვენ ბრალის
სრულ აღიარებას ვითხოვთ. ირანმა სრულფასოვანი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება უნდა უზრუნველყოს,
პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე პირები, გადმოგვცეს ცხედრები, გადაიხადოს კომპენსაცია და დიპლომატიური
არხებით ოფიციალურად მოიხადოს ბოდიში. 45 უკრაინელ სპეციალისტს სიმართლის დასადგენად მასალებზე
სრული წვდომა უნდა მიეცეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ირანმა ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო, პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარი
უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა.