
ირანმა შეცდომით ჩამოაგდო უკრაინული თვითმფრინავი. ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემები, BBC, CNN, CBS და
სხვები იუწყებიან.
CBS News წერს, რომ აშშ-ს თანამგზავრებმა დააფიქსირეს ორი საჰაერო სარაკეტო გასროლა, რაც თვითმფრინავის
აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.
8 იანვარს ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ყველა
პირი, 168 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი, გარდაიცვალა.
კომპანიის ტექნიკური დირექტორის განცხადებით,შემოწმებისას პერსონალს არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ
აღმოუჩენია და არც ეკიპაჟს უცნობებია რაიმე სახის პრობლემაზე.
შეგახსენებთ, რომ ირანი ჯერჯერობით უარს ამბობს შავი ყუთი უკრაინას გადასცეს.