-
2020-01-09 14:56
ირანში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი,შესაძლოა, ანტისაჰაერო სისტემით იქნა ჩამოგდებული.
ინფორმაციას ირანულ სოციალურ მედიაზე დაყრდნობით DEFENCE-BLOG-ი. აქვეყნებს.
უკვე გავრცელდა იმ საეჭვო რაკეტის ნამსხვრევების ამსახველი ფოტოები, რომელიც უკრაინული თვითმფრინავის
ავიაკატასტროფის ადგილზე აღმოჩნდა. ესაა TOR M1-ის ანტისაჰაერო კომპლექსის 9M331-ის ტიპის რაკეტის ცხვირის
კონუსის ფორმის ნამსხვრევი.
ამას გარდა,ჩამოვარდნილ თვითმფრინავს ბორტების მიმდებარედ, სავარაუდოდ, აღენიშნება, რაკეტის ნამსხვრევებისგან
წარმოქმნილი ღრმულები.
ცნობისთვის,8 იანვარს, გამთენიისას ირანში ბოინგ 737-ის ტიპის სამოქლაქო ავიალაინერი,ხომეინის საერთაშორისო
აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა- ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.