ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. იმ შემთხვევაში, თუ თავდაცვის მინისტრის ამ ბრძანებას მთავრობა ან თავად თავდაცვის სამინისტრო არ გააუქმებს არსებული სიტუაცია 48 საათს გასტანს.
როგორც მოგეხსენებათ ისრაელის სამხედრო ძალებმა „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი ბაჰა აბუ ალ-ათა მოკლეს, რის შემდეგაც პალესტინურმა დაჯგუფებამ ისრაელს ომი გამოუცხადა.
სარაკეტო თავდასხმები ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელდა, რამაც ისრაელში საგანგებო სიტუაციის გამოცხადება გამოიწვია.
ამ დროისთვის განხორციელებული სარაკეტო დარტყმების რაოდენობამ 150-ს გადააჭარბა და 17 ადამიანი არის დაშავებული. დაშავებულებს შორის აღმოჩნდა 8 წლის გოგონა, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუმის განცხადებით მას არ სურს სიტუაციის გამწვავება, თუმცა ქვეყნის გადასარჩენად ყველა ხერხს მიმართავს.