
"შეხვედრამდე სამოთხეში" - მეუფე პეტრე მრევლს გამოემშვიდობა.
ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, რომელიც გუშინ წმინდა სინოდის მიერ იქნა გადაყენებული, მრევლს შეხვდა და გამოემშვიდობა. „შეხვედრამდე სამოთხეში“ - ასეთი იყო გამომშვიდობების ძირითადი სათქმელი. მეუფე პეტრემ მისი მრევლი დაამშვიდა და განაცხადა, რომ ბედნიერია ამ განსაცდელისთვის, რადგან ეს უფლის მისდამი სიყვარულს გამოხატავს.
გუშინ ღამით ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში სასულიერო პირებმა და მრევლმა მისთვის ილოცეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ყოფილი მეტროპლიტის გადაყენება წმინდა სინოდმა მისი პატრიარქისადმი გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო გადაწყვიტა. მეუფე პეტრეს ადგილს ჭყონდიდის ეპარქიაში კი მეუფე გრიგოლი დაიკავებს.