
საქართველოში კიბერშეტევა გრძელდება. კვლავ გაურკვეველი რჩება რა არის ჰაკერების მიზანი.
როგორც ცნობილია არსებობს საიტებზე განთავსებული მასალების ასლები, რომელთა სრულიად აღმოფხვრა შეუძლებელია. შესაბამისად ამ ინფრმაციის წაშლა მათი ძირითადი მიზანი ვერ იქნებოდა.
კიბერშეტევის ფონზე უამრავ საიტს შეექმნა პრობლემა რომელთა შორისაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდიც აღმოჩნდა. დაჰაკულ ვებგვერდებზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოჩნდა წარწერით - „მე დავბრუნდები“.
ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის გახსნასთან დაკავშირებით ყველა ხერხს მიმართავს.