
მიშა სწორედ მაგ დღეს შემძულდა, როცა ასე სამარცხვინოდ გამოაცხადა კაპიტულაცია”,- ამის შესახებ
ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა ფეისბუქში დაწერა.
“ხშირად მეკითხებიან, მიშა რატომ გძულსო. მიშას მანამდეც ვაკრიტიკებდი, მაგრამ სიძულვილი 2008 წლის 12
აგვისტომდე არ მქონდა. მიშა სწორედ მაგ დღეს შემძულდა, როცა ასე სამარცხვინოდ გამოაცხადა კაპიტულაცია
და ორი უზარმაზარი რეგიონის, შიდა ქართლის და სამეგრელოს მოსახლეობა მტერს შეატოვა.
ჩემს მეხსიერებაში ეს ყველაზე მძიმე დღეა. მაშინ სხვა ჟურნალისტებთან ერთად სამეგრელოში ვიყავი და ჩემი
თვალით ვხედავდი, როგორ დააბოტებდნენ რუსები ჩვენი ხელისუფლების მიერ მიტოვებულ ტერიტორიებზე და
რასაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ. დღემდე არ მაქვს პასუხი კითხვაზე, რა მოხდებოდა ერთთვიანი ოკუპაციის მერე
რუსებს ეს რეგიონები საერთაშორისო ზეწოლის შედეგად რომ არ დაეტოვებინათ.
ახალგორი და კოდორი აღარ დატოვეს, როგორც იცით და დღემდე იქ არიან.”, – წერს მერაბ მეტრეველი.