-
2017-06-24 02:09
ტელეკომპანია ,,ალ-არაბიას,, ინფორმაციით, საუდის არაბეთის სპეცსამსახურებმა მუსლიმთა წმინდა მიწაზე - მექაზე თავდასხმა აღკვეთეს.
ტელეკომპანია საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ტერორისტმა, რომელიც მექას ,,დიდი მეჩეთის,, აფეთქებას გეგმავდა, თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც სახლს, სადაც ის თავს აფარებდა, უსაფრთხოების ძალებმა ალყა შემოარტყეს.
საუდის არაბეთში მოქმედი ტელეკომპანიის განცხადებით, ქვეყნის სპეცსამსახურებმა ბოლო პერიოდში აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს ტერორისტთა სამი ჯგუფი, რომელთაგან ორი მექაში და ერთი - ქალაქ ჯიბაში იყვნენ დაბინავებულნი.