"შენ პუტინის პროპაგანდონი ხარ!" - თბილისში მცხოვრები უკრაინელი მებრძოლი პრორუს ჟურნალისტს პასუხობს

Image

ანტიუკრაინული და პროკრემლისტური რეპორტაჟებით ცნობილმა ჟურნალისტმა გრემ ფილიპსმა ტყვეთა გაცვლის დროს უკრაინელი მებრძოლის ვლადიმირ ჟემჩუგოვის პროვოცირება სცადა, თუმცა, მებრძოლმა მას სათანადო პასუხი გასცა. 

 

ვლადიმირ ჟემჩუგოვი წელიწადზე მეტია, ტყვეობაში იმყოფება. ის ლუგანსკის ოლქში დაიბადა, თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში ოჯახი თბილისში ცხოვრობდა. სწორედ თბილისიდან წავიდა ვლადიმირი ვოლონტერად ლუგანსკში, სადაც, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მებრძოლებმა ჩაიგდეს ტყვედ. 

 

ჟემჩუგოვმა მძიმე დაზიანებები 2015 წელს მიიღო, თუმცა, გაურკვეველია, რა ვითარებაში. ერთერთი ვერსიით, მას ხელში ხელყუმბარა დააკავეს, რომელიც აფეთქდა. მებრძოლი გადარჩა, მაგრამ თითქმის მთლიანად დაკარგა მხედველობა, სახეზე აქვს ნამსხვრევებისგან მიღებული ჭრილობები და ჯერ კიდევ 2015 წელს, ტყვედ ჩავარდნისას, სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა და ორივე ზედა კიდური ამპუტირებული აქვს. 

 

"ვიღას სჭირდები ახლა შენ, უხელო?" - ასეთი შეკითხვაც დაუსვა ჟურნალისტმა გრემ ფილიპსმა ვლადიმირს, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა: "მე ვჭირდები უკრაინას, მე პატრიოტი ვარ. უკრაინა თავისიანებს გზაზე არ ტოვებს...", ხოლო შემდეგ ჟურნალისტს "პუტინის პროპაგანდონი" უწოდა. 

 

შეგახსენებთ, გრემ ფილიპსი ბრიტანელი ჟურნალისტი და ბლოგერი, 2015 წლის მარტამდე რუსული ტელეარხების "რაშა თუდეისა" და "ზვეზდას" კორესპონდენტია.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !