NewsVoice: უკრაინელები ქვეყნიდან ქართველი მოხალისის დეპორტაციას აპროტესტებენ

Image

უკრაინის ანტიტერორისტულ ზონაში მოქმედი ბატალიონ "დონბასის" ქართველი მებრძოლი თენგიზ თეთრუაშვილი, საძახისით „მეცამეტე“ უკრაინიდან დეპორტირებულია. უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ტვ "აფხაზეთის ხმა" ავრცელებს.

 

"ნიუსვოისის" სიუჟეტში ნათქვამია, რომ თეთრუაშვილი კიევის ჟულიანის აეროპორტში დააკავეს და საემიგრაციო სამსახურმა მისი დეპორტაციის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. დეპორტაციის მიზეზები უცნობია.

 

სახალხო დეპუტატი იგორ სობოლევი, რომელმაც ამ ფაქტის შესახებ აღშფოთება უკრაინულ ტელეარხზე გამოხატა, აქვეყნებს შესაბამისი სამსახურების გადაწყვეტილებასაც, სადაც აღნიშნულია, რომ თეთრუაშვილი დეპორტაციას ექვემდებარება.

 

გადაწყვეტილების გასაჯაროვებას ინტერნეტსივრცეში უკრაინელების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა - კომენტარებში ისინი წერენ, რომ არ შეიძლება ასე მოექცე სხვა, მეგობარი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც უკვე მეორე წელია, შენი ქვეყნისთვის იბრძვის.

 

ინფორმაცია მებრძოლებმა და მეთაურებმაც გაიზიარეს, ხოლო ერთერთმა მეთაურმა ლევგენ შევჩენკომ ვრცელი სტატუსი დაწერა და დეტალურად გაიხსენა ის დამსახურება, რაც კონკრეტულად თეთრუაშვილს ჰქონდა ანტიტერორისტულ ოპერაციებში.

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინულმა ტელეარხმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ სპეციალური გადაცემა მოამზადა ლისიჩანსკის ალყისა და უკრაინელი მებრძოლების მხრიდან ამ ალყის გარღვევის შესახებ, სადაც ბრძოლებში თენგიზ თეთრუაშვილიც მონაწილეობდა. ფილმში მოხალისე ქართველი მებრძოლი იხსენებს, როგორ დაეხმარა უკრაინა საქართველოს აფხაზეთში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 90-იან წლებში და სწორედ ამით ხსნის მის ჩართვას უკრაინის ერთიანობისთვის ბრძოლაში.

 

უკრაინაში ამჟამინდელი მონაცემებით, ათეულობით ქართველი მოხალისე იბრძვის, რამდენიმე ბრძოლის ველზე დაიღუპა და საქართველოში ჩამოასვენეს. ქართველებთან ერთად უკრაინის ანტიტერორისტულ ზონაში სხვა ეროვნების მოხალისეებიც იბრძვიან. ამ მოხალისეებს თავის დროზე უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭებას პირდებოდა, რასაც დეპუტატებიც უჭერდნენ მხარს:

 

უკრაინელებისთვის გაუგებარია, რატომ მიიღეს ქართველი მოხალისის დეპორტირებაზე გადაწყვეტილება ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოხალისეები და აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლები კი აპირებენ, მსგავსი ფაქტების აღკვეთა მკაცრად მოითხოვონ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !