-
2016-07-10 23:15
ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს დანიშნული რეფერენდუმი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩაიშალა. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, რეფერენდუმზე ამომრჩეველთა მხოლოდ 1% გამოცხადდა.
რეფერენდუმის ჩაშლის შესახებ განცხადება დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა. მისი თქმით, რეფერენდუმზე ასეთი დაბალი აქტივობა ოპოზიციისდესტრუქციულობის შედეგია და ის მზადაა მოლაპარაკებისთვის, თუმცა, მისივე თქმით, გასულ სამშაბათს მომხდარი არეულობა არ განმეორდება.
"ჩვენ ამ რეფერენდუმის ჩასატარებლად 5-7 მილიონი რუბლი დავხარჯეთ და ამ თანხის გამოყენება, ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობის გათვალისწინებით, უფრო გონივრულად შეიძლებოდა. მით უმეტეს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე რეფერენდუმის ჩატარება აწი მხოლოდ ორი წლის შემდეგაა დასაშვები", - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.