აზერბაიჯანულმა არმიამ ყარაბაღში შეტაკებები ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით - "Град"-ებით განაახლა

Image

თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დასახლებულ პუნქტ აგდერეს (სომხური ტოპონიმიკით მარდაკერტის) მიმდებარე ტერიტორიაზე გააფთრებული შეტაკებები მიმდინარეობს. ორივე მხარის საინფორმაციო საშუალებები ადასტურებენ, რომ მუშაობენ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - Град-ები.

 

შეგახსენებთ, რომ ქალაქი აგდერე თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ ხანქენდიდან (სტეფანაკერტი) 62 კმ-ითაა დაშორებული. ქალაქში ისმის საარტილერიო კანონადა, მიმდინარეობს გააფთრებული შეტაკებები. ქალაქის გარეუბნებისკენ მასობრივად იგზავნება სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

 

 

 

agdere.jpg

 

როგორც ადგილობრივები და იქ მყოფი ჟურნალისტები იტყობინებიან, ხანდახან ჭურვები თვითონ ქალაქშიც ცვივა, არის ნგრევის შემთხვევები, თუმცა, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლისა ან დაჭრილების შესახებ ცნობები, ჯერჯერობით არ გავრცელებულა.  

 

მედიის ცნობით, ქალაქის ქუჩებში ცოტა ხალხი დადის, რადგან ადგილობრივთა უმრავლესობა თავშესაფარშია. ამასთან, აგდერედან უკვე საღამოს გახიზნეს ქალები და ბავშვები, ქალაქში, უმეტესწილად, მამაკაცები დარჩნენ. შეტაკებები ქალაქის გარეუბნებიდან არც ისე შორს, სოფელ ტალიშთან მიმდინარეობს. 

 

შეგახსენებთ, დღეს საღამოს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა სრული საბრძოლო მზადყოფნა უბრძანა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს და მასობრივი იერიშიც დაანონსა ხანქენდის მიმართულებით იმ შემთხვევაში, თუ სომხური მხარე არ შეწყვეტდა დასახლებული პუნქტების დაბომბვას. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !