-
2016-04-04 20:57
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ბრძანება გასცა, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანონ ქვეყნის შეიარაღებული ძალები, მათ შორის სარაკეტო-საარტილერიო დანაყოფები და მოემზადონ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქ ხანქენდზე (სომხური ტოპონიმიკით - სტეფანაკერტი) გამანადგურებელი იერიშის მისატანად, ბაქოს მუქარას სომხურმა მხარემ უპასუხა.
„ამასთან დაკავშირებით სომხეთის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ტონოიანმა ეუთოს თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი ანჟე კასპრშიკი საქმის კურსში ჩააყენა და დააუწყა ბაქოს გეგმების შესახებ, დაბომბოს სტეფანაკერტი“, - დაწერა „ფეისბუქის“ საკუთარ კედელზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა არცრუნ ოვანესიანმა და მიაწერა: „აბა, სცადონ!“.
სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი დღეს ერევანში სამშობლოსა და მისი დამცველი ჯარისკაცებისთვის აღვლენილ წირვა-ლოცვას დაესწრო.