აზერბაიჯანის თავდაცვის სამოინისტრომ, ადრე გავრცელებული ინფორმაციის დასადასტურებლად გაავრცელა კადრები, სადაც, აღწერის მიხედვით, ნაჩვენებია ოკუპირებულ ტერიტორიაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო-საშტაბო პუნქტის აფეთქება.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, პუნქტის განადგურების დროს დაიღუპა ათეულობით სომეხი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, პოლკოვნიკი და სხვა წოდების ოფიცრები. ერევანმა ეს ინფორმაცია გავრცელებისთანავე უარყო.