-
2016-04-04 15:27
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ოფიციალურად ავრცელებს განცხადებას მთაინი ყარაბაღის ტერიტორიაზე მოქმედი სომხური სამეთაურო-საშტაბო პუნქტის განადგურების შესახებ.
"აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ზუსტი საპასუხო დარტყმის შედეგად განადგურებულია მთიანი ყარაბაღის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული სომხეთის სამეთაურო-საშტაბო პუნქტი. ხანძარმა გაანადგურა შენობა, ლიკვიდირებულია მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვანი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის პოლკოვნიკი და სხვა მაღალი ჩინის ოფიცრები“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ამასთან, ოფიციალური ერევანი უარყოფს ბაქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. შეგახსენებთ, დაპირისპირება მთან ყარაბაღში განახლდა 2 აპრილს, რასაც ორივე მხრიდან ჯამში 30-დე სამხედროს მოსამსახურის დაღუპვა მოჰყვა. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიც. კონფლიქტის განახლებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26