რუსულმა ავიაციამ სირიაში ბაზარი დაბომბა - 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა (ვიდეო, +18)

Image

სირიის პროვინცია იდლიბში რუსული ავიაციის დაბომბვას 40 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ბომბები ქალაქ არიხას ბოსტნეულის ბაზარში ჩამოცვივდა.

 

ამის შესახებ სხვადასხვა წყაროები იტყობინებიან, რომელთა მონაცემები მსხვერპლის შესახებ განსხვავებულია, თუმცა, ყველა თანხმდება იმაში, რომ ბომბები ბაზარში ჩამოცვივდა და მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. 

 

"ალ-ჯაზირას" ცნობით, მსხვერპლის რიცხვი 40-დან 60-დე მერყეობს, სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის საზედამხედფველო საბჭო კი იტყობინება, რომ 60 ადამიანი დაიღუპა. სირიის ოპოზიციური ტვ "ორიენტი" ავრცელებს ცნობას, რომ დაბომბვამ 40 ადამიანი იმსხვერპლა. 

 

ჰოლანდიური გამოცემის Volkskrant Focus-ის რეპორტიორმა საკირა ხადერამ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეო, სადაც სისხლიანი ადგილები, დახოცილი ადამიანები და მტირალი ჭირისუფალი ჩანს. მან დაადასტურა, რომ ავიადარტყმა მოხდა. ამავე დროს, "ალ-ჯაზირა" ამტკიცებს, რომ ავიადარტყმა რუსულმა ავიაციამ განახორციელა და ე.წ. კასეტური ბომბები გამოიყენა, თუმცა, ტელევიზიას არ დაუსახელებია, რას ეყრდნობა ეს დასკვნა. 

 

ტერიტორიას, სადაც დაბომბვა მოხდა, ამ ეტაპზე ასადის ოპოზიციური დაჯგუფების Army of Conquest წევრები აკონტროლებენ. ეს ორგანიზაცია არ შედის "ისლამური სახელმწიფოს" არმიის შემადგენლობაში. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !