
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ზურგში დარტყმა უწოდა რუსული "სუ-24"-ის ჩამოგდებას თურქეთის მიერ. კომენტარი პუტინმა იორდანიის მეფესთან შეხვედრისას გააკეთა.
"სამწუხაროდ, ტერორისტთა დამხმარეებმა ზურგში დანა ჩაგვცეს", - ასე გამოეხმაურა ინციდენტს პუტინი. შეგახსენებთ, თურქულმა მხარემ სირიის საზღვართან, ლატაკიის პროვინციაში, რომელიც სირიას ეკუთვნის და თურქებითაა დასახლებული, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ რუსული "სუ-24" ჩამოაგდო.