-
2015-10-27 19:05
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი "შუსტერ ლაივში" აცხადებს, რომ არ განიხილავს რუსებს უფროსი ძმის სტატუსში და აგრესორებისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებს, აცხადებს რა, რომ თვითონაც მზად არის ამისთვის.
"ასე თუ ისე, მე უკვე 82 წლის ვარ. მოვსწრებივარ ბრეჟნევსაც, ჩერნენკოს, გორბაჩოვს, ელცინს - ვისთან არ მქონია ურთიერთობა. ისინი ყველანი ერთნაირები არიან, ეწინააღმდეგებიან უკრაინის დამოუკიდებლობას. რუსი ხალხი კი, სამწუხაროდ, ისეა განწყობილი, რომ ის მხარს დაუჭერს თავის ბელადებს, როცა ისინი უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოვლენ, როგორც ახლა უჭერს პუტინს მხარს 88%.
ფუჭი ლაპარაკია ეს "დებო და ძმებო"... მე არ მჭირდება ძმები, რომლებიც ჩემს სახლში მოდიან, რათა მე მირტყან. და თუ ჩემს სახლში მოვლენ, მე მათ ვესვრი მანამ, სანამ ბოლო ვაზნას არ მივადგები. ასევე უნდა მოიქცეს ყველა", - აღნიშნა ლეონიდ კრავჩუკმა.