„თუ ომი წავაგეთ გუმისთაზე, მაშასადამე, დნეპრზეც წავაგებთ“ - აფხაზეთში მებრძოლი უკრაინელების დევიზი (ვიდეო)

Image

1992-93 წლებში აფხაზეთში, რუსეთის მიერ ინსპირირებული და მისი ფარული მონაწილეობით განვითარებული სამხედრო კონფლიქტის დროს, ქართველების მხარეს უკრაინელ მეომართა ოცკაციანი ჯგუფი იბრძოდა.

 

ეს ჯგუფი „უნსოს“ - უკრაინის სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის წევრებით იყო დაკომპლექტებული. ეს მოძრაობა უკრაინაში საზოგადოებრივ საწყისებზე იყო შექმნილი. მათ „ბანდეროვცებსაც“ ეძახდნენ, რადგან თავიანთ ლიდერად სტეფან ბანდერას აღიარებდნენ.

 

მათი შეხმიანება-პაროლი ასეთი იყო: „სლავა ნაციი“ – „სმერტ ვრაგამ!“.

 

საქართველოში ჩამოსულ ჯგუფს სერგეი კორჩინსკი და ანატოლი ლუპიზონი მეთაურობდნენ. ანატოლი ლუპიზონი სსრ კავშირის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებითაც იყო ცნობილი და ათ წელზე მეტი ჰქონდა მოხდილი გულაგის ციხეებში.

 

უკრაინელთა ოცკაციანი ჯგუფიდან აფხაზეთში 11 მებრძოლი დაიღუპა, მათ შორის მამა-შვილიც იყო.

 

მებრძოლებთან ერთად იყო და მათ ხშირად ხვდებოდა მამა რომანი - თბილისელი მღვდელმსახური, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობდა და ასრულებდა სულიერ მისიას. შემონახულია ვიდეო, სადაც მამა რომანი მადლობას უხდის უკრაინელ მებრძოლებს და უკრაინელ ხალხს და ამბობს, რომ უკრაინელი მოხალისეები აქ არა მატერიალური დაინტერესების გამო, არამედ თავისუფლებისთვის იბრძვიან. მასალის ბოლოს „აფხაზეთის ხმა“ სწორედ ამ ვიდეოს გთავაზობთ.

 

უკრაინელთა ოცეულის ერთერთი მებრძოლი იყო ნიკოლოზ გერაშენკო, რომელიც ასევე, დაიღუპა.

 

როგორც მისი მეგობრები ამბობდნენ, გერაშენკო აფხაზეთში დონის როსტოვიდან ჩამოვიდა, სოხუმში მცხოვრები ძმის სისხლის ასაღებად. ძმა ბოევიკებმა მოკლეს.

 

ნიკოლოზ გერაშენკო 1993 წლის ივლისში დაიღუპა და ეს მისი ერთ–ერთი ბოლო ფოტოა. მას შემდეგ, რაც ორივე ძმა საქართველოსთვის ბრძოლაში დაიღუპა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ძმების ადგილი მათმა დამ დაიკავა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.

gerashenkko.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !