„ძარცვავენ, აუპატიურებენ, არის დახვრეტის, ცოცხლად დამარხვის ფაქტები“ - რა ხდება ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკის მებრძოლებს შორის

Image

ერთმანეთთან ქიშპი ნაძარცვის გაყოფის გამო, ასევე, გავლენების გადანაწილებისას, ხმაურიანი დაპირისპირების დეტალები ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკის მოხალისეებს შორის - სიკვდილს გადარჩენილები შემზარავ ფაქტებზე საუბრობენ:

 

ერთი თავში მოხვედრილი ტყვიის შემდეგ გადარჩა, რომელიც მისსავე თანამებრძოლმა ესროლა, მეორემ კი ოთხი ტყვიის მოხვედრის შემდეგ იმ სამარიდან ამოძრომა და გაქცევა მოახერხა, სადაც ის დამარხეს, რადგან უკვე მკვდარი ეგონათ.

 

გადარჩენილები ამჟამად თავს რუსეთს აფარებენ, მაგრამ მათ ისიცოცხლეს მაინც საფრთხე ემუქრება, რადგანნ, მართალია, ისტორიის გახმაურების შემდეგ ბატალიონის მეთაურის ორი მოადგილე დააკავეს, მაგრამ ჯერაც თავისუფალია ბატალიონის მეთაური, რომელიც პირობას დებს, რომ მოკლავს ყველას, ვინც ეს ამბები გაახმაურა.

 

ერთერთი ბატალიონი ე.წ. ლსრ (ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა) ბრძოლებიდან ერთი წლის თავზე გადაიქცა უკონტროლო, ავადმყოფი ფსიქიკის, აგრესიული ბოევიკებით დაკომპლექტებულ შეირაღებულ დაჯგუფებად, რომელსაც არავის და არაფრის ეშინია: „მერი მათ ექვემდებარება, შსს უფრთხის, მილიცია დაკავებას ვერ ბედავს“, - ამბობს ერთერთი გამოქცეული. ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ბატალიონ „ბრიანკა სსრკ“-ს შესახებ.

 

ბატალიონი „ბრიანკა სსრკ“ ბრიანსკში შეიქმნა, დღეს კი მთელ ლუგანსკის მხარეს შიშის ზარს სცემს: მათ მძევლებად აჰყავთ სხვა მოხალისეთა ბატალიონის წევრები, ვისაც უნდათ, გაუშვებენ, ვისაც - თავებს აჭრიან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით:

 

„ნახეთ, რას მწერს იმათი მეთაური: „რაო, მენტებს შეეკარი? ეგ არაფერი, აუცილებლად მოგძებნი და გიჩვენებ სეირს - ელოდე სტუმრებს!“, - მესიჯს უჩვენებს ჟურნალისტს ერთერთი გამოქცეული,

 

ე.წ. სახალხო რესპუბლიკის სასაკლაოდან გამოქცევა მარინამ და მისმა ქმარმა მოახერხეს და დეტალებს ჰყვებიან. ფრაგმენტები ინტერვიუდან:

 

„ყველაფერი რომ მოგიყვეთ, თმები ყალყზე დაგიდგებათ. როგორ აიძულებდნენ ბიჭებს, გაეცურათ და ესროდნენ მათ, რათა უფრო სწრაფად ეცურათ, როგორც უმოწყალოდ ხოცავდნენ, თავებს აჭრიდნენ. ყველაფერი ეს ჩემს თვალწინ ხდებოდა, ისინი ჩვენს ბაზაზე არიან მიწაში ჩაფლულები, როგორც უპატრონო ძაღლები - იქ მთელი სასაფლაოა. მათ მშიბლები ეძებენ, მაგრამ ცხადია, ვერ აგნებენ, მე კი ვერ გამოვალ და ვერ ვიტყვი: „ოჰ, მე ვიცი, სადაა ჩაფლული თქვენი ვაჟი“.

 

მე ყოველთვის მზარავდა, რაც ბაზაში ხდებოდა, ტკვილიგამაყუჩებელ აბებს ვიპარავდი და ტყვეებს ვაძლევდი, ისინი ხომ ყველანი დასტრესილები არიან და ტკივათ: ზოგს ყური აქვს მოჭრილი, ზოგს - ფეხი. სამხედრო ტყვეები არ გეგონოთ - ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებმაც, ვთქვათ, კომენდანტის საათი დაარღვიეს, ან მთვრალი დააკავეს. იყო შემთხვევა, დარეკა ქალმა, ქმარი მცემსო. გავიდნენ მისამართზე, აიყვანეს კაცი, მოკლეს, დამარხეს მიწაში და მეორე დღეს ქალი მოდის, ქმარი დამიბრუნეთო... რაღას დაუბრუნებდნენ...

 

ბაზაზე ერთიდან 30-50 ტყვე იყო ხოლმე. მათ უმრავლესობას კლავდნენ, აუპატიურებდნენ, დასცინოდნენ და სასტიკად აწამებდნენ, ვის გამოსასხსნელადაც ფულს მოიტანდნენ, უვნებლებს უშვებდნენ.

 

იყო შემთხვევა, როცა ე.წ. „ბალგარკით“ ადამიანებს სხეულის ნაწილებს ახერხავდნენ. რასაკვირველია, ბატალიონის 400 მებრძოლიდან ყველა ასეთი არ იყო, მაგრამ ეს არაფერს ცვლის...“, - ამბობს მარინა, მისი ქმარი კი ჰყვება, რომ ხშირია შემთხვევები, როცა მოხალისეებს ისევ მოხალისეები აჰყავთ მძევლად .                     

 

იყო ერთი - ვადიკი, ვინც არც მეტი, არც ნაკლები, ცოცხლად დამარხეს: ვადიკთან ერთად სამი კაცი იყო. გააჩერეს, ამოათხრევინეს სამარე და დამარხეს. ვადიკს ხუთჯერ ესროლეს, ის დაეცა და ხროტინებდა. „ცოცხალია!“, - თქვეს „ბესმა“, დიმამ და „კოლია რიჟიმ“ და კიდევ ერთი დაახალეს კისერში, საკონტროლო გასროლა... და მერე დამარხეს. მაგრამ საოცრება მოხდა და ვადიკმა საფლავიდან ამოაღწია, მიხოხდა გზამდე, იქ ვიღაც შემხვედრმა სასწრაფო გამოიძახა, ვადიკი სხვისი სახელითა და გვარით 22 დღეს იწვა ლუგანსკის საავადმყოფოში, კომაში იყო, როცა გონს მოვიდა, არც კი იცოდა, ვისთვის დაერეკა მეგობრებიდან, რომ ბატალიონში მის შესახებ არ გაეგოთ. სწორედ მეგობრებმა და მოხალისეებმა გაიყვანეს როსტოვში, იქ კიდევ გაუკეთეს ოპერაცია, ახლა ცოცხალია და რუსეთშია...

 

მარინა კიდევ ერთი დახვრეტის შესახებ ჰყვება, ოღონდ ისეთის, სადაც ასევე, დაუჯერებელ სიტუაციაში მსხვერპლი გადარჩა. მისი თქმით, თავად გახდა მომსწრე, როგორ ესროლა ბატალიონის მეთაურმა საფეთქელში ტყვია ერთ მებრძოლს, რომელიც შეეპასუხა. ის დაეცა და ეტყობოდა, რომ ჯერაც ცოცხალი იყო, რადგან ტყვია გამოვიდა თავის ქალის მეორე მხარეს, მარინას თქმით, მეთაური საკონტროლო გასროლას აპირებდა, მაგრამ მუხლებში ჩაუვარდა და უთხრა, რომ მისთვის სასწრაფოს გამოძახების საშუალება მიეცა.

 

მეთაური ამბობდა, რომ დაჭრილი წვალობს და ღირსეულად უნდა მოკვდეს, ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა ესროლოს თავში, მაგრამ მარინას თქმით, თავისი გაიტანა და სასწრაფო გამოიძახა. მებრძოლი გადარჩა... რომ არა მისი ფოტოები და ავადმყოფობის ისტორია, ცხადია, ეს ყველაფერი ძნელი დასაჯერებელი იქნებოდა...

 

მოამზადა ლაშა ბერულავამ

 

LNR.jpg

LNR2.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !