-
2015-07-30 15:26
უკრაინის დასავლეთში, ლვოვის ოლქში მიმდინარე საერთაშორისო სწავლება "რეპიდ თრაიდენტი-2015", რომელშიც 18 ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც მონაწილეობს, ამ დრომდე გრძელდება.
სწავლება პოლონეთის საზღვართან ახლოს, აშშ-ის ინიციატივით ტარდება. მონაწილეები სავარაუდო ტერორისტებისგან ტერიტორიის გაწმენდას, ხელჩართულ ბრძოლას, დაჭრილებისთვის პირველი სამედიცინო დახმარების გაწევას სწავლობენ.
ქართველმა სამხედროებმა, რომლებიც სწავლებაში მონაწილეობენ, უკრაინისადმი სოლიდარობა ორიგინალურად გამოხატეს - მათ სამკლაურზე საქართველოს დროშასთან ერთად უკრაინის სახელმწიფო სიმბოლოებიცაა გამოხატული. ამ ჟეტს სრულიად უკრაინული მედია და ინტერნეტსივრცე დიდი მოწონებით შეხვდა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26