-
2015-07-02 18:46
გუშინ, 1 ივლისს, ღამის საათებში ოდესის ცენტრში მდებარე პოპულარულ კაფეში "У Ангеловых" ასაფეთებელი მოწყობილობა შეაგდეს.
აფეთქების დროს კაფეში არავინ იმყოფებოდა და, შესაბამისად, არავინ დაზიანებულა. ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ მსგავს გამოხტომებს ხელს ღამით ოდესის არასაკმარისად განათებაც უწყობს ხელს. სააკაშვილი გარე განათების სქემის შემუშავებას და ახალ საპატრულო პოლიციასთან ერთად ქალაქში წესრიგის დამყარებას აანონსებს, მანამდე კი ოდესელებს მოუწოდებს, შემოუერთდნენ სოლიდარობის ჟესტს:
„მე ვაპირებ ამ საღამოს ჩაი დავლიო კაფეში "У Ангеловых" და სოლიდარობის ნიშნად ამისკენ ოდესელებსაც მოვუწოდებ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.