კოსტანტინე ლაშხია, იგივე კოკა, როგორც მას მეგობრები ეძახდნენ... სოხუმელი ახალგაზრდა, რომელიც ორი თვის წინ წავიდა უკრაინის ატო-ს ზონაში, რათა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ებრძოლა და ამით საქართველოც დაეცვა...
კოკას ცხედარი აზოვის ზღვაში იპოვეს. ის მარიუპოლს იცავდა. მას თანამებრძოლები კარგა ხნის განმავლობაში ეძებდნენ, იმედი ჰქონდათ, რომ ცოცხალი იყო, ან ტყვედ იყო აყვანილი, თუმცა, ესეც ბედისწერაა, რომ კოკასნაირები ტყვედ არ ბარდებიან...
კოკა დედისერთა იყო, ორსული მეუღლე და ვაჟიშვილი ჰყავდა. კოკა საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა აქციაში ღებულობდა მონაწილეობას, ბოლოს კი უკრაინაში წასვლა გადაწყვიტა და წავიდა კიდეც...
გმირები მიდიან... დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!