-
2015-06-21 23:02
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დიდ ბრიტანეთში შეკვეთილი Saxon ჯავშანმანქანების მეორე პარტია - 55 ერთეული მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა იური ბირიუკოვმა „ფეისბუქზე“ დაწერა.
„მაშ ასე, ჯავშანმანქანები ჩამოვიდა და ერთერთ სამხედრო ნაწილში დგას, მათი ნაწილი - 20 ერთეული გაიგზავნება პირველ ხაზზე, 35 კი სამეთაურო-საშტაბო განკარგულებაში დარჩება“, - წერს მრჩეველი.
მისივე თქმით, მანქანები კიევს „სადღაც 51.000 ფუნტი დაუჯდა მანქანაზე“. მან ამ მოძველებული მოდელების ყიდვის აუცილებლობა იმით ახსნა, რომ ჯერ ერთი, ფასი დაბალია და მეორეც, უკრაინამ ჯერაც ვერ შეძლო საკუთარი სამხედრო წარმოების დალაგება.