უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უკრაინის არმიის მებრძოლებმა, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკის მიხეილ ტოლსტიხის, მეტსახელად ,,გივის,, ბატალიონ ,,სომალის,, შტაბთან არსებული სეპარატისტების უდიდესი ტყვიაწამლის საწყობი ააფეთქეს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული არმიის მიერ გასროლილი რამდენიმე ჭურვი პირდაპირ სამხედრო საწყობს მოხვდა, რამაც ასაფეთქებელი ნივთიერების დეტონაცია გამოიწვია და ,,გივის,, შტაბი მიწისაგან პირისა აღგავა…
"40 წუთის განმავლობაში გაგრძელებულმა აფეთქებებმა ირგვლივ ყველაფერი გაანადგურა, რამაც სეპარატისტების გაშმაგება გამოიწვია და ამ წუთებში ისინი ავდეევკის საცხოვრებელ კვარტალებს ბომბავენ", - წერს უკრაინული მედია, რომელიც ავდეევკის ტერიტორიაზე 4 ჭურვის ჩამოვარდნის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.