აფხაზი ბოევიკი ირაკლი ადლეიბა, რომელიც უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა, მარინკასთან საომარი მოქმედებების დროს მოკლეს. მისი დაკრძალვა დღეს გაიმართა ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ადლეიბას ცხედარი ორი დღის წინ გადაასვენეს.
ირაკლი ადლეიბას დამსახურებაზე საუბრისას, მისმა ნათესავებმა, პირველ რიგში ის გაიხსენეს, რომ 1992-93 წლებში ჯერაც 11 წლის ბიჭი მამასთან ერთად ებრძოდა ქართულ შენაერთებს და სწორედ იმ ასაკში მიიღო საბრძოლო ნათლობა.
ირაკლი ადლეიბა დონბასში მოხალისედ სოჭიდან წავიდა და ინრენაციონალურ ბატალიონ «Пятнашка»-ში გაწევრიანდა, სადაც აფხაზეთიდან ჩასული სხვა მებრძოლებიც ირიცხებოდნენ. ამ ბატალიონის აფხაზი წევრებიდან მარინკასთვის ბრძოლაში კიდევ ორი აფხაზი ბოევიკი დაიჭრა.