-
2015-06-06 08:13
ცნობილი უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი და ბლოგერი რომან ბოჩკალა „ფეისბუქზე“ ემშვიდობება ატო-ს ზონაში დაღუპულ კიდევ ერთ უკრაინელ მებრძოლს, რომელსაც პირადად იცნობდა.
„ნუ დაუჯერებთ ცნობებს, მათში დაღუპულები არ არიან. არადა, ისინი არიან. მაგრამ არა ცნობებში. და არც ცოცხლებს შორის... აი, სულ ცოტა ხნის წინ, 3 მაისს ჩემთან მიშამ გამოიარა პირდაპირ წინახაზიდან. სულ ხუთი წუთით. უხმო გასროლის იარაღის ხელსაწყოები უნდოდა. ვეცადე, მაგიდასთან დამესვა, მაგრამ მაშინვე გადავიფიქრე - ოჯახში მიეჩქარება კაცს, ცოლ-შვილი უნდა ნახოს, ხვალ კი ისევ ფრონტზე მიდის. არ ვიცი, მას შემდეგ შეხვდა თუ არა ოჯახის წევრებს.
შენი მარადიული ხსოვნისა იყოს, მიშა. დიდი ხანი არაა, რაც გაგიცანი, მაგრამ სამუდამოდ დამამახსოვრდი. ნათელი კაცი იყავი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენი გმირობა ამაო არ იყოს“, - წერს ბოჩკალა.
აღსანიშნავია, რომ დაღუპული მებრძოლი უკრაინის რუსულენოვანი მოქალაქე იყო, სპეცრაზმის თადარიგის ოფიცერი, რომელიც თავად გამოცხადდა სამხედრო პუნქტში, რის შემდეგაც სხვდასახვა დროს სხვადასხვა ფრონტზე იყო გადანაწილებული.
![misha-boev.jpg](/images/lasha_2015/ivnisi/misha-boev.jpg)