
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოხალისეთა ბატალიონის "პრიზრაკის" (მოჩვენება) ლიდერი ალექსი მოზგოვოი მოკლულია.
რუსული მედიის ცნობით, ალექსი მოზგოვოის მოსაკლავად უკრაინის დივერსიული ჯგუფი მოქმედებდა. მოზგოვოიზე თავდასხმა მკვლელობის მიზნით რამდენჯერმე განხორციელდა, თუმცა ის მუდამ უვნებლად გადარჩა, ერთხელ კი დაიჭრა. სწორედ ამის გამო მას მეტსახელად "მოუხელთებელსაც" უწოდებდნენ.