"Ссуки!" - ტყვედ ჩავარდნილი რუსი მეომრის რეაქცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების წაკითხვის შემდეგ

Image

ჯგუფი „მიროტვორეცი“ უკრაინულ ინტერნეტსივრცეში წერს, რომ ტყვედ ჩავარდნილი რუსი მებრძოლები მზად არიან, საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარსდგნენ მოწმედ, თუ მათი უსაფრთხოება იქნება დაცული. 

ეს გადაწყვეტილება რუსეთის სპეცნაზის ტყვედ ჩავარდნილმა ორმა მებრძოლმა მას შემდეგ მიიღო, რაც მიხვდნენ, რომ რუსულმა მხარემ მათი სრული იგნორირება მოახდინა.

 

კონკრეტულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ტყვედ ჩავარდნის მომენტში მებრძოლები არ ირიცხებოდნენ რუსეთის არმიის რიგებში და რომ ისინი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები არიან. ამასთან, უწყებამ ტყვეების გათავისუფლება მოითხოვა.

 

როგორც ჯგუფ „მიროტვორეცის“ გვერდზე წერენ, მეომრებმა გამომძიებლებს დეტალური ჩვენება მისცეს: „ინფორმაცია მეთაურებზე, პირად შემადგენლობაზე, დისლოკაციის ადგილებზე, შეიარაღებაზე, კავშირგაბმულობის საშუალებებსა და თავისებურებებზე - გამომძიებლები ჩაწერასაც კი ვერ ასწრებენ...“, - წერენ ჯგუფში.

 

"Ссуки!" - კბილებში გამოსცრა რუსმა კაპიტანმა ე. ეროფეევმა, როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება წაიკითხა“, - აღნიშნულია სტატუსში.

 

შეგახსენებთ, რომ 1985 წელს დაბადებული, კუიბიშევის მკვიდრი ევგენი ვლადიმირის ძე ეროფეევი, საძახისით „დელფინი“ და 1987 წელს დაბადებული უფროსი მზვერავი, სერჟანტი, იუჟნო-სახალინსკში მცხოვრები ალექსანდრე ალექსანდროვი უკრაინის ანტიტერორისტულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს. დაჭრილი რუსი მეომრები ჰოსპიტალში გადაიყვანეს და ოპერაცია გაუკეთეს.

 

ამასთან, ალექსანდროვმა უარი თქვა ოპერაციის დროს ნარკოზის გამოყენებაზე, რადგან მისი თქმით, გაგონილი ჰქონდა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ცოლის დავალებით უკრაინელი ექიმები როგორც ცოცხალ, ასევე მოკლულ რუს მეომრებს სხეულის სხვადასხვა ორგანოს აჭრიან და ჰყიდიან. 

 

plen.jpg

plen2.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !