
ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა დონეცკის ოლქის სოფელ სტაროგნატოვკასთან, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, კასეტური ბომბის ნარჩენები აღმოაჩინეს.
ამის შესახებ აღნიშნულია სადამკვირვებლო მისისს მიერ შედგენილ ოქმში, რომელიც 22 თებერვლით თარიღდება. დასკვნაში ნათქვამია, რომ 220 მმ-იანი რაკეტების ნარჩენები დონეცკიდან 48 კმ-ის დაშორებით, სამხრეთის მიმართულებითაა ნაპოვნი.