-
2015-02-22 19:59
სსრკ-ში წარმოებული ცეცხლმტყორცნი "შმელი" აღმოუჩინეს ხარკოვში, ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილ პირებს. ცეცხლმტყორცნი წარმოადგენს მექანიკურ ცეცხლის წამკიდებელ მოწყობილობას, რომელიც ახდენს გრძელი, კონტროლირებადი ცეცხლის ნაკადის გასროლას.
სწორედ ამ ტიპის იარაღიდან ხალხის მასაში გასროლას აპირებდნენ ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილები, რომლებიც უკრაინის უშიშროების სამსახურმა ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავა.
ხარკოვში მომხდარი ტერაქტის დროს ერთი პოლიციელი და ერთი აქტივისტი დაიღუპა, დაშავდა კიდევ რამდენიმე პოლიციელი და აქტივისტი. ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც თოვლის ნამქერში იყო შემალული, მაშინ ამოქმედდა, როცა იქ მარშის მონაწილეებმა გაიარეს.
შეგახსენებთ, "შმელი" გამიზნულია მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების გასანადგურებლად, ასევე მსუბუქად დაჯავშნული ტექნიკის მწყობრიდან გამოსაყვანად. ამ სახის იარაღს ავღანეთში ადგილობრივმა ბოევიკებმა, რომლებიც სსრკ-ს ჯარს ებრძოდნენ, "შაითან-ტრუბა" შეარქვეს. "შმელი" ერთჯერად გასროლას ექვემდებარება.


