
უკრაინის უშიშროების სამსახურის ოფიცრებს შორის დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა გამცემი - კაპიტანი შლიაპკინი, რომელიც ФСБ-ს თანამშრომლების მიერ იყო გადაბირებული.
კაპიტანი შლიაპკინი კოორდინირებას უწევდა უკრაინის პირველი პირების სპეციალური კავშირისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურს და, თავისთავად ცხადია, ხელი მიუწვდებოდა სახელმწიფო საიდუმლოზეც.
თებერვლის დაასწყისში შლიაპკინი ოჯახთან ერთად გაიქცა რუსეთში და ФСБ-ს გადასცა მის ხელთ არსებული ყველა საიდუმლო ინფორმაცია.
ამ გამცემლობის შედეგები სავალალო აღმოჩნდა: რუსეთის სამხედრო მანქანის ჩინოსნები, ასევე, დონბასელ ბოევიკთა ვერტიკალი ფლობდა სრულ, ამომწურავ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გეგმები ჰქონდა დასახული უკრაინის გენშტაბს, ატო-ს შტაბსა და ზოგადად, ქვეყნის შემადგენლობას. სწორედ ამიტომაც გახდა შესაძლებელი ე.წ. დებალცევოს ქვაბის შექმნა.
ყველა ეს ზემოთქმული ბრალდება და მოსაზრება ეკუთვნის უკრაინის სახალხო დეპუტატს ვიტალი კუპრის, რომელმაც ეს ამბავი „პრესა უკრაინის“ უამბო.
მისი თქმით, 9 თებერვლის შემდეგ მტერმა იცოდა ყველა გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ატო-ს ზონაში უნდა მომხდარიყო, ამიტომაც, რუსებმა ზომები წინასწარ მიიღეს და დებალცევოს ალყა შემოარტყეს.
დეპუტატის თქმით, უკრაინის უშიშროების სამსახურში კორუფცია ჰყავავის. ამის დასტურად დეპუტატს ის მოჰყავს, რომ არაერთხელ გაუგზავნა მისი დასაბუთებული ვარაუდი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობას, მაგრამ ისინი ამ დრომდე უარყოფენ, რომ შლიაპკინმა სახელმწიფო საიდუმლო გასცა. ამავე დროს, ადასტურებენ, რომ ის ოჯახთან ერთად რუსეთში ნამდვილად გავიდა.