მინსკის შეთანხმებას, წინასწარ დაანონსებული უარის მიუხედავად, ხელი მოაწერეს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერებმა.
ალექსანდრე ზახარჩენკო და იგორ პლოტნიცკი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებისას მიღწეული შეთანხმების პუნქტები დამატებით კონტაქტებს საჭიროებს.
ზახარჩენკოს განცხადებით, უკრაინა მძიმე შეიარაღებას გაიტანს პრაქტიკული ხაზიდან, ხოლო სეპარატისტები დაუბრუნდებიან სექტემბრის პოზიციებს. პლოტნიცკი აცხადებს, რომ მოლაპარაკების პუნქტებიდან რომელიმეს დარღვევის შემთხვევაში ახალი შეხვედრა აღარ შედგება და "პირდაპირ მოქმედებაზე გადავლენ."
პირველი შეფასება ვლადიმირ პუტინმაც გააკეთა და განაცხადა, რომ "ეს ღამე საუკეთესო არ ყოფილა". "ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი ღამე არ ყოფილა. შეხვედრაზე ბევრ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწიეთ," - თაქვა მან.